Competition in this pair is now closed, and the winning entry has been announced. Discussion and feedback about the competition in this language pair may now be provided by visiting the "Discussion & feedback" page for this pair. Entries may also be individually discussed by clicking the "Discuss" link next to any listed entry. Source text in English A theme of the age, at least in the developed world, is that people crave silence and can find none. The roar of traffic, the ceaseless beep of phones, digital announcements in buses and trains, TV sets blaring even in empty offices, are an endless battery and distraction. The human race is exhausting itself with noise and longs for its opposite—whether in the wilds, on the wide ocean or in some retreat dedicated to stillness and concentration. Alain Corbin, a history professor, writes from his refuge in the Sorbonne, and Erling Kagge, a Norwegian explorer, from his memories of the wastes of Antarctica, where both have tried to escape.
And yet, as Mr Corbin points out in "A History of Silence", there is probably no more noise than there used to be. Before pneumatic tyres, city streets were full of the deafening clang of metal-rimmed wheels and horseshoes on stone. Before voluntary isolation on mobile phones, buses and trains rang with conversation. Newspaper-sellers did not leave their wares in a mute pile, but advertised them at top volume, as did vendors of cherries, violets and fresh mackerel. The theatre and the opera were a chaos of huzzahs and barracking. Even in the countryside, peasants sang as they drudged. They don’t sing now.
What has changed is not so much the level of noise, which previous centuries also complained about, but the level of distraction, which occupies the space that silence might invade. There looms another paradox, because when it does invade—in the depths of a pine forest, in the naked desert, in a suddenly vacated room—it often proves unnerving rather than welcome. Dread creeps in; the ear instinctively fastens on anything, whether fire-hiss or bird call or susurrus of leaves, that will save it from this unknown emptiness. People want silence, but not that much. | The winning entry has been announced in this pair.There were 4 entries submitted in this pair during the submission phase. The winning entry was determined based on finals round voting by peers.
Competition in this pair is now closed. | ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელ თვისებას, განვითარებული სამყაროსთვის მაინც, წარმოადგენს ადამიანების სწრაფვა მოიპოვონ სიმშვიდე. ამას ისინი ვერ ახერხებენ. ტრანსპორტის გუგუნი, ტელეფონების განუწყვეტელი ზუზუნი, ციფრული ხმოვანი განცხადებები ავტობუსებსა და მატარებლებში, ტელევიზორები, რომლებიც გაჰყვირიან ცარიელი ოფისებიდანაც კი – ეს ყველაფერი იწვევს გაუთავებელ გრუხუნს და არეულობას. კაცობრიობა გამოიფიტა ხმაურისგან და ისწრაფვის მისი საპირისპირო მოვლენისკენ – იქნება ეს ველური ბუნება, შორეული ოკეანე თუ მყუდრო ადგილი სიმშვიდის მოსაპოვებლად და აზრების თავმოსაყრელად. ისტორიის პროფესორი ალენ კორბინი წერისთვის თავშესაფრად იყენებს სორბონას, ხოლო ერლინგ კაგე აზრებს თავისი ანტარქტიდული მოგონებებიდან აყალიბებს. ასე ცდილობს ორივე თავის დაღწევას. თუმცა, როგორც ბატონი კორბენი "სიჩუმის ისტორიაში" აღნიშნავს, შესაძლოა, ახლა ხმაურის დონე ადრინდელს არ აღემატებოდეს. პნევმატურ საბურავებამდე ქალაქის ქუჩებში გაისმოდა რკინის თვლის ფერსოს და ნალების ქვაფენილთან შეხებით გამოწვეული გამაყრუებელი ღრჭიალი. ნებაყოფლობით განმარტოებამდე, რასაც ხელი მობილურმა ტელეფონებმა შეუწყო, ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ავტობუსებსა და მატარებლებში. გაზეთის გამყიდვლები თავიანთ ნაწარმს დასტით მდუმარედ კი არ ტოვებდნენ, არამედ ხმამაღლა უკეთებდნენ რეკლამას. მათ მსგავსად იქცეოდნენ ალუბლით, იებით და სკუმბრიით მოვაჭრეები. თეატრსა და ოპერაში სუფევდა ქაოსი, გამოწვეული აღფრთოვანების და გაკიცხვის შეძახილებით. სოფლადაც კი გლეხები მღეროდნენ ფიზიკურად მუშაობის დროს. ახლა ისინი აღარ მღერიან. შეიცვალა არა იმდენად ხმაურის დონე, რასაც უჩიოდნენ წინა საუკუნეებში, არამედ შფოთვის ხარისხი, რომელიც შთანთქავს სიჩუმისთვის გამოყოფილ სივრცეს. ასე რომ, ჩნდება კიდევ ერთი პარადოქსი: როდესაც სიჩუმე იჭრება ღრმად ფიჭვნარში, შიშველ უდაბნოსა და მოულოდნელად გამოთავისუფლებულ სივრცეში – ეს უფრო ხშირად აძაბუნებს, ვიდრე იწვევს მოწონებას. გეპარება შიში. სმენა ინსტინქტურად ეჭიდება ყველაფერს, რაც თავს დაგაღწევინებს ამ უჩვეულო სიცარიელისგან, იქნება ეს ალის შიშინი, ფრინველთა სიმღერა ან ფოთოლთა შრიალი. ადამიანებს ესაჭიროებათ სიჩუმე, მაგრამ არა ამ რაოდენობით. | Entry #23512 — Discuss 0 — Variant: Not specifiednone
Winner Voting points | 1st | 2nd | 3rd |
---|
49 | 10 x4 | 4 x2 | 1 x1 |
| საუკუნის პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, განვითარებულ სამყაროში, ის გახლავთ, რომ ადამიანები ესწრაფვიან სიჩუმეს, რომელსაც ვერ აგნებენ. ტრანსპორტის ხმაური, ტელეფონების უწყვეტი სიგნალები, ციფრული განცხადებები ავტობუსებსა და მატარებლებში, ტელევიზორების ყაყანი, რომელიც ცარიელ ოთახებშიც კი ჩართულია, -დაუსრულებლად გვაწუხებს და ყურადღებას გვიფანტავს. ადამიანთა მოდგმა იტანჯება ხმაურისგან და საპირისპირო მდგომარეობისკენ მიილტვის, - უდაბურ ადგილებში, უკიდეგანო ოკეანეში ან რომელიმე ადგილას, სადაც სიმშვიდესა და კონცენტრირების შესაძლებლობას პოვებს. როგორც ისტორიის პროფესორი ალან კორბინი სორბონაში განმარტოებით წერს, და ნორვეგიელი მკვლევარი ერლინგ კაგე თავის მოგონებებში აღნიშნავს, ხმაურისგან გარიდებას ორივე, ანტარკტიდაში ცდილობდა. არადა, როგორც წიგნში „სიჩუმის ისტორია“ მისტერ კორბინი აღნიშნავს, შესაძლოა, ახლა სულაც არ არის მეტი ხმაური, ვიდრე ოდესმე ყოფილა. პნევმატური საბურავების გაჩენამდე, ქალაქის ქუჩებს ლითონის ბორბლების ჭახანი და კვაფენილზე ცხენის ფლოქვების ხმა აყრუებდა. სანამ საკუთარი ნებით მობილური ტელეფონებით განმარტოებას დავიწყებდით, ჩვენს საუბარში ავტობუსებისა და მატარებლების სიგნალები იჭრებოდა. გაზეთების დამტარებლები უხმოდ კი არ ეზიდებოდნენ საკუთარი საქონლის დასტებს, არამედ მაღალ ხმაზე გაჰყვიროდნენ, ისევე, როგორც ალუბლის, იებისა თუ ახალი თევზის გამყიდველები. თეატრი და ოპერა აღტაცების ან გაკიცხვის შეძახილებით ივსებოდა. სოფლადაც კი, გლეხები მძიმე სამუშაოს შესრულებისას მღეროდნენ. ახლა ისინი აღარ მღერიან. ასე და ამგვარად, შეიცვალა არა იმდენად ხმაურის დონე, რომელსაც წინა საუკუნეებშიც უჩიოდნენ, არამედ ყურადღების გაფანტვის მასშტაბი, რომელიც სიჩუმისთვის განკუთვნილ სივრცეს იკავებს. ეს ახალ პარადოქსს წარმოშობს, რადგან, როცა ხმაური იპყრობს ამ სივრცეს - დაბურული ტყის სიღრმეებს, უკიდეგანო უდაბნოს, უეცრად დაცარიელებულ ოთახს, - ეს ხშირად, უფრო მეტად გვაღიზიანებს, ვიდრე გვსიამოვნებს. უეცარი შფოთვა გვიპყრობს: ყური ინსტინქტურად ექაჩება რაღაცას - ხანძრის ჩაქრობის შიშინი იქნება ეს, ჩიტების ჭიკჭიკი თუ ფოთლების შრიალი, - რომელიც ამოუცნობი სიცარიელისგან გვიხსნის. ადამიანებს სიჩუმე სწყურიათ, მაგრამ არა - სრული სიჩუმე. | Entry #23261 — Discuss 0 — Variant: Not specifiednone
Voting points | 1st | 2nd | 3rd |
---|
23 | 4 x4 | 1 x2 | 5 x1 |
| ჩვენი ეპოქის მთავარი თემა, ყოველშემთხვევაში განვითარებულ ქვეყნებში, არის ის, რომ ადამიანს სწყურია სიჩუმე, მაგრამ ვერ პოულობს მას. ტრანსპორტის ხმა, უწყვეტი სატელეფონო ზარები, ციფრული რეკლამები ავტობუსებსა და მატარებლებში, ტელევიზორების მოკაშკაშე ეკრანები ცარიელ ოფისებშიც კი, უსასრულო ფიზიკური ზემოქმედებისა და დისტრაქციის წყაროა. კაცობრიობა გადაიღალა ხმაურით და მიისწრაფის საპირისპიროსკენ - იქნება ეს ბუნების წიაღი, გაშლილი ოკეანე თუ რომელიმე მყუდრო გარემო, რომელიც იძლევა კონცენტრაციის საშუალებას. ისტორიის პროფესორი, ალენ კორბინი და ნორვეგიელი მკვლევარი, ერლინგ კაგგე, წერენ საკუთარი მოგონებების შესახებ, პირველ შემთხვევაში, სორბონის თავშესაფარისა და, მეორე შემთხვევაში, ანტარქტიდის სივრცეების შესახებ, სადაც მათ სცადეს ნავთსაყუდელის პოვნა. და მაინც, როგორც ბატონი კორბინი აღნიშნავს "სიჩუმის ისტორია"-ში, ჩვენი დროის ხმაური არ უნდა აღემატებოდეს წინანდელი პერიოდების ხმაურს. ჰაერის საბურავებამდე ქალაქის ქუჩებში გაისმოდა რკინაგადაკრული თვლებისა და ცხენის ნალების ქვაფენილზე რაკუნის გამაყრუებელი ხმა. მობილურ ტელეფონებზე ნებაყოფლობით გადასვლამდე, ავტობუსებსა და მატარებლებში ისმოდა ხმამარალი ლაპარაკი. გაზეთის გამყიდველები ჩუმ გარემოში კი არ ვაჭრობდნენ, არამედ უმაღლეს ხმაზე ახდენდნენ თავიანთი საქონლის რეკლამირებას. ასევე იქცეოდნენ ბალის, იისა და ახლადდაჭერილი სკუმბრიის გამყიდველები. თეატრსა და ოპერაში ისმოდა სტვენა და ვაშას ძახილი. სოფლებშიც კი გლეხები, მძიმე სამუშაოს შესრულებისას, მღეროდნენ; დღეს აღარ მღერიან. შეიცვალა არა იმდენად ხმაურის დონე, რაზეც წინა საუკუნეებშიც ჩიოდნენ, არამედ - დონე დისტრაქციისა, რომელიც იკავებს ადგილს, რისი ჩანაცვლებაც სიჩუმეს შეუძლია. იკვეთება ახალი პარადოქსი, რამდენადაც როდესაც მოხდება ხსენებული ჩანაცვლება - უღრან ფიჭვნარში, შიშველ უდაბნოსა თუ უეცრად დაცარიელებულ ოთახში - შესაძლებელია სიჩუმე უფრო გამაღიზიანებელი იყოს, ვიდრე მისასალმებელი. ისადგურებს შიში და ამ დროს ყური ინსტიქტურად ეძებს ნებისმიერ ხმას - ცეცხლის შიშინს თუ ჩიტების სტვენას, ან ფოთლების შრიალს - რომელიც იცავს სივრცეს შეუცნობელი სიცარიელისგან. ადამიანებს სურთ სიჩუმე, თუმცა - არა ისე ძლიერ. | Entry #23437 — Discuss 0 — Variant: Not specifiednone
Voting points | 1st | 2nd | 3rd |
---|
20 | 3 x4 | 3 x2 | 2 x1 |
| საუკუნის პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, განვითარებულ სამყაროში, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ელტვიან სიჩუმეს და ვერსად პოულობენ მას. ტრანსპორტის ხმაური, ტელეფონების განუწყვეტელი ზუზუნი, ციფრული განცხადებები ავტობუსებსა თუ მატარებლებში, ჩართული ტელევიზორების ციმციმი ცარიელ ოფისებშიც კი, მუდმივად ზიანს გვაყენებს და ყურადღებას გვიფანტავს. კაცობრიობა არაქათგამოცლილია ხმაურით და საპირისპიროს ძიებაშია - ხან ველურ ბუნებაში, უკიდეგანო ოკეანეში თუ განმარტოებისას სიმყუდროვესა და კონცენტრაციაში. წერს ალან კორბინი, ისტორიის პროფესორი, თავშესაფრიდან, სორბონიდან, და ნორვეგიელი მკვლევარი, ერლინგ კაგე, მოგონებებში ანტარქტიკის ნარჩენების შესახებ - როცა ორივე მათგანმა სცადა გაქცეოდა ხმაურს. და მაინც, როგორც კორბინი აღნიშნავს თავის „სიჩუმის ისტორია“-ში, სავარაუდოდ, ხმაური არ გაზრდილა ადრინდელთან შედარებით. პნევმატური რეზინის საბურავებამდე ქალაქის მოკირწყლულ ქუჩებში რკინის ბორბლებისა და ცხენის ფლოქვების გამაყრუებელი ხმაური გაისმოდა. მობილურ ტელეფონებში ნებაყოფლობითი იზოლაციის დაწყებამდე, ავტობუსებსა და მატარებლებში გაქანებული საუბარი გუგუნებდა. გაზეთების გამყიდველები თავიანთ საქონელს სიჩუმისთვის არ წირავდნენ და მათი რეკლამირებისთვის მთელი ხმით გაჰკიოდნენ, ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ ბლის, იებისა და ახალი სკუმბრიის გამყიდველები. თეატრებსა და ოპერაში მოწონებისა და კრიტიკული შეძახილების ქაოსი სუფევდა. სოფლებშიც კი, გლეხები შრომისა და გარჯისას მღეროდნენ, ახლა კი ისინი აღარ მღერიან. რაც შეიცვალა ხმაურის სიძლიერე კი არ არის, რაზეც გასულ საუკუნეებშიც ბევრს წუწუნებდნენ, არამედ ადამიანის ყურადღების გაფანტვის დონეა, რაც იკავებს იმ სივრცეს, რომელიც სიჩუმეს უნდა დაეპყრო. კიდევ ერთი პარადოქსი კი ისაა, რომ როდესაც სიჩუმე ისადგურებს - მაგალითად ფიჭვების უღრან ტყეში, შიშველ უდაბნოში, მოულოდნელად გათავისუფლებულ ოთახში - ეს უფრო მეტად ნერვების ამშლელია, ვიდრე მისასალმებელი. შიში ქურდულად შემოიპარება; ყური ინსტიქტურად იძაბება ნებისმიერ ხმაზე, იქნება ეს ცეცხლის ტკაცუნი, ჩიტების ძახილი თუ ფოთოლთა შრიალი - რაც უცხო სიცარიელისგან ხსნად გვევლინება. ხალხს სიჩუმე როგორ არ უნდა, მაგრამ არც ამდენი. | Entry #23398 — Discuss 0 — Variant: Not specifiednone
Voting points | 1st | 2nd | 3rd |
---|
19 | 2 x4 | 4 x2 | 3 x1 |
| | | | | X Sign in to your ProZ.com account... | | | | | | ProZ.com translation contestsProZ.com translation contests offer a fun way to take a break from your normal routine while testing and honing your skills with fellow translators.
ProZ.com Translation Contests. Patent pending. |